|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1 ივნისს ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს  ქუთაისი  რამდენიმე ღონისძიებით შეხვდება, რომლებიც 11 საათზე ოპერის გვერდით საბავშვო ატრაქციონების გამოფენით დაიწყება. ცენტრალურ ბაღში 11:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, უფასო ატრაქციონებით სარგებლობა შეეძლებათ დღის განმავლობაში გაბაშვილის პარკში მისულ ბავშვებს.

13:00  დაიწყება მხატვრული ტანვარჯიში, მძლეოსნობა და ველოგარბენი მირზაანიდან თიბისი-ბანკამდე.

12:00 მხიარული სტარტები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის -სპორტის სასახლეში.

14:30 16:00 საათზე  თოჯინების თეატრის სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ - თოჯინების თეატრში.

14:00 საატზე კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების აღსაზრდელების კონცერტი ქალაქის რეაბილიტირებული უბანში.

16:00  საათზეა მესხიშვილის თეატრში  „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2016“ დასკვნითი ტური, დასწრება თავისუფალია.

19:00 „ქუთაისის ეტალონელი მოქალაქე“ - ინტელექტუალური თამაში - ქალაქის რეაბილიტირებული უბანი (უამინდობის შემთხვევაში 1-ლი საჯარო სკოლა)

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა