|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 მცენარე, რომლებიც თქვენს ოჯახში სიყვარულსა და იღბალს შემოიტანენ

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ოთახის ზოგიერთ დეკორატიულ მცენარეს ოჯახში სიყვარულის ატმოსფეროს შექმნა და იღბალის შეტანა შეუძლია. იმასაც ამბობენ, რომ ბევრ მათგანს ოჯახის სიმტკიცეშიც კი მიუძღვის წვლილი. ამ ჯადოსნური მცენარეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

 

 

 

 

 

 

 

1.    სპატიფილუმი, ცნობილია “ქალური ბედნიერების” მეტსახელით. როგორც ამბობენ, ამ მცენარის სახლში შეტანისას, მარტოხელები აუცილებლად იპოვნიან მეორე ნახევარს, ხოლო ახალგაზრდა ოჯახი თუ ბავშვზე ოცნებობს, ეს ოცნება მალე რეალობად იქცევა. სპატიფილუმი პოზიტიურად იმოქმედებს ურთიერთგაგებასა და სიყვარულზე.

 

 

2. ია, რომელსაც მშვიდობის ყვავილს ეძახიან. დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ოჯახებში, სადაც ია ხარობს, ერთმანეთში არასოდეს ჩხუბობენ. ია ერთგულებისა და მუდმივი სიყვარულის სიმბოლოცაა. თუ ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ, თეთრი ია შეიძინეთ.

 

 

 

  1. ჩინური ვარდი, რომელიც მალაიზიის სიმბოლო და ჰავაის ემბლემაა. ამ ქვეყნებში ეს ყვავილი მშვიდობისა და ვნების სიმბოლოა.

 

 

 

  1. ჰოია – სიყვარულში გამოტყდომის სიმბოლოა, ამიტომ მას ხშირად ჩუქნიან ვალენტინობის დღესასწაულზე. იგი პოზიტიურად მოქმედებს ოჯახურ ბედნიერებაზე, ოჯახში მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი საძინებელია.

 

 

5. მირტი – ახალგაზრდა ოჯახისთვის საუკეთესო საჩუქარია. მირტს ოჯახში ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს, ამიტომ ახლადდაქორწინებულ წყვილებს ხშირად ჩუქნიან ამ მცენარეს.

 

 

6. აიქრიზონი – იგივე “სიყვარულის ხე”, რომელიც სახელიდან გამომდინარე, ოჯახში სიყვარულს და ბედნიერებას შეიტანს.

 

 

7. კალათეა – ძალიან კარგი საჩუქარი იქნება იმ წყვილისთვის, ვისი ქორწინებაც განსაცდელშია. თუ მცირედი შანსი კიდევ არსებობს, ეს მცენარე ქორწინებას გადაარჩენს. მას ოჯახური ბედნიერების სიმბოლოსაც უწოდებენ.

 

 

 8. ქლოროფიტუმი – ეს მცენარე ოჯახში კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მომტანია. აქვს ოთახში ჰაერის გაწმენდის საუცხოო უნარი. აუცილებლად შეიტანეთ ახალგარემონტებულ სახლში – საღებავებისა და ყოველგვარ ქიმიურ სუნს სწრაფად შთანთქავს.

 

 

 

9. ოქსალისი – როგორც ამბობენ, იგი ეხმარება ადამიანს მეორე ნახევრის პოვნაში და ასევე ოჯახური სიმყარის შენარჩუნებაში.

 

 

10. ანტურიუმი – “მამაკაცური ბედნიერიების” სიმბოლოა. როგორც ამბობენ, მას ბედნიერება და წარმატება მოაქვს სიყვარულში და დადებითად მოქმედებს პოტენციაზე.

 

 

წყარო: lux home

ავტორი: