|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამართლიანმა არჩევნებმა" ქუთაისში 2 დარღვევა დააფიქსირა

ქუთაისში, 10 საათის მონაცემებით, 2 დარღვევაა დაფიქსირებული, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" დააფიქსირა. 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: - #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს. აღნიშნულის შედეგად ამომრჩეველმა, რომელსაც არ შეეძლო უბანზე მისვლა და ესაჭიროებოდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემა, ვეღარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 

არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის წევრის ფუნქციების შესრულება: - #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრი რეგისტრატორის ფუნქციას ასრულებდა, მუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, პარტიის მიერ საარჩევნო კომისიებიდან წევრების გამოწვევის გამო. 

აღსანიშნავია, რომ #124 უბანზე გამოცხადდა და კენჭისყრის წინა პროცედურებში მონაწილეობა მიიღო არა "ნაციონალური მოძრაობის" არამედ  პარტია „ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრმა, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მიერვე ჰქონდა შეწყვეტილი.

როგორც საოლქო კომისიაში განმარტეს, აღნიშნული პარტია საარჩევნო ბლოკშია გაერთიანებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ისინი ერთობლივად გამოეთიშნენ საარჩევნო პროცეს.

საოლქო კომისიის განცხადებით, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანი  საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაატოვებინა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა