|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

130-მა ქუთაისელმა სტუდენტმა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მერიის სხდომათა დარბაზში სტუდენტებს შეხვდა. 130-მა ქუთაისელმა სტუდენტმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შოთა მურღულიამ ახალგაზრდებს მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 გერმანიის დასაქმების სამინისტროს მონაცემებით,  საქართველოში საზაფხულო დასაქმების პროგრამის ერთადერთი პარტნიორი ქუთაისის ქართულ- გერმანული ცენტრია.  აღნიშნულ პროექტში ქართულ-გერმანული ცენტრი 2007 წლიდან არის ჩართული. 

ცენტრს ნანა მეგრელიშვილი ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდებმა ქუთაისის მერს სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა