|
  • EUR 1 = GEL 3.0007
  • USD 1 = GEL 2.464
|

16 - 18 აპრილს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 - 18 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამის საათებში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, 17 – 18 აპრილს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 16 აპრილს +10, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 17 – 18 აპრილს +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს. 
ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა 16 – 17 აპრილს +14, +16, 18 აპრილს +20 გრადუსია მოსალოდნელი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი