|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

16 ნოემბერს ქუთაისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი წყალმომარაგების მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულის თანახმად, საქუსლიის გორაზე წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო და გადართვითი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით,  16 ნოემბერს 8:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ქალაქ ქუთაისის შემდეგ მარტვის ტერიტორიულ ერთეულებსა და მიმდებარე სოფლებს:

  1. საფიჩხია
  2. უქიმერიონი
  3. ძელქვიანი
  4. თაბუკაშვილი
  5. სულხან-საბა
  6. ნიკეას ქ. 1-დან 40-მდე
  7. გამარჯვება
  8. ავტოქარხნის მარჯვენა და მარცხენა დასახლება
  9. ქალაქ მუზეუმი
  10. სოფელი ფარცხანა ყანევი
  11. სოფელი ქვიტირი
  12. კოპიტნარი (ყოფილი სამხედრო დასახლება)
  13. სოფელი ბანოჯა

ავტორი: ნიუპრესი