|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

17 აგვისტოს Black Sea Arena-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება [R]

17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 17/ 08/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena- თბილისი #884/883

გასვლა- თბილისი-12:40, ჩასვლა-Black Sea Arena-17:25. ჩასვლა-ბათუმი-18:23,

გამოსვლა-ბათუმი-23:50, გამოსვლა-Black Sea Arena-0:38, ჩამოსვლა- თბილისი-5:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 17 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 18 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge;matarebeli.ge, სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა