|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

17 მაისს ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება

17 მაისს ყოველწლიურად ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში აქცია „გაიზომე წნევა“ 1-31 მაისს საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.

ჰიპერტენზიის გამოვლენის მიზნით გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგამ და ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებამ დაგეგმა. აქციამ სტარტი იმერეთში, „კლინიკა-ლჯ“-დან აიღო.


აღსანიშნავია, რომ კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი ზაზა ლომინაძე ასევე არის ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების წევრი და იმერეთის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი.

კლინიკაში „საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების“ კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ქალბატონი დალი ტრაპაიძე იმყოფებოდა, რომელმაც კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების თანამშრომლები, საინფორმაციო მასალებით უზრუნველყო.

„განსაკუთრებული საჭიროება ამ ტიპის აქციების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან ჰიპერტენზიის მართვის ერთ-ერთი  მთავარი დეფექტი ადრეული გამოვლენის დეფიციტია. ჩვენ იმერეთის აქციას „კლინიკა-ლჯ "-ისთან ერთად ვახორციელებთ. აღნიშნული აქციის მიზანია ჰიპეტენიზიის გამოვლენა იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს გაზომილი წნევა, ან აქვს გაზომილი და არ აქვს მუდმივი კონტაქტი ექიმებთან. საზოგადოების ინფორმირებულიება ჰიპერტენზიის  რისკ ფაქტორების და მნიშვნელობის შესახებ. მსგავსი აქციების შედეგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკას. ეს არის გლობალური აქცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება“,-განაცხადა დალი ტრაპაიძემ.

 

აქცია ითვალისწინებს წნევის გასინჯვას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი, ფარმაცევტული კომპანია „ასფარმას“ მხარდაჭერით, იმერეთის აქციას „კლინიკა-ლჯ“-ისთან ერთად  ახორციელებს.

 


აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველი ათი ადამიანიდან დაახლოებით სამს მაღალი არტერიული წნევა აღენიშნება და ამასთან, პაციენტთა თითქმის 50%-მა არ იცის ამის შესახებ; აქვე უნდა დავძინოთ, რომ დაავადების თაობაზე მოსახლეობის ცოდნისა და ინფორმირებულების მაჩვენებელიც დაბალია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის აქციები მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობისა და პრევენციისთვის.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა