|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"20-მდე ობიექტი უკანონოდაა გასხვისებული" - გია ქობალიანი

ქუთაისში მიწის ნაკვეთებისა და  შენობა-ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით  შექმნილი  საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრები ვადის გაგრძელებას ითხოვენ. აღნიშნული საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის  თავმჯდომარის, გია ქობალიანის განცხადებით, სამუშაოები დიდ დროს მოითხოვს, რის გამოც 3 თვის ვადა საკმარისი არ არის. 

„კომისია ირჩევა 6 თვის ვადით, პირველი ვადა არის 3 თვე, საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველი ერთი თვის შემდეგ უხანგრძლივდება ვადა, ოღონდ არ უნდა გადააჭარბოს 6 თვეს. ამ დროისთვის კომისიამ 2013 წლის გასხვისებული მიწების კანონიერება შეისწავლა. არსებული მონაცემებით დადგინდა, რომ მხოლოდ 2013 წლის მონაცემებით, 20-მდე ობიექტია გასხვისებული, რომელიც მორალურად არ უნდა გასხვისებულიყო, ესაა სკვერები და ბაღები“,-აღნიშნა გია ქობალიანმა.

მისი თქმით, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში 6 წევრიდან მხოლოდ 4 მუშაობს, რაც ასევე ართულებს სამუშაოებს.

„დროებით სამუშაო ჯგუფში რეალურად  ოთხი წევრი მუშაობს. "ლეიბორისტული" პარტიისა და „ნაციონალების“ წარმომადგენელი სსამუშაოებში არ მონაწილეობენ.   სამუშაო ბევრია, ამიტომ ვერ მოვახერხეთ ამდენი მასალის 3 თვეში ათვისება და დამატებით მოვითხოვეთ ერთი თვე“,-განაცხადა მან.

საკრებულომ დროებით ჯგუფს სამუშაოების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა