|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა

იუნესკომ 2016 წელი მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი (ტაკიძე) ავრცელებს.

"დღევანდელ დაძაბულ ფონზე მინდა ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღემდე ამ საკითხის გადაჭრა პრობლემატური იყო. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვდა საკითხის დადებითად გადაწყვეტას. როგორც იქნა, გადაწყდა. საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგად, 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა,“ -წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე დავით შემოქმედელი.

წყარო: bfm.ge

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა