|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2017 წელს ქუთაისში 14 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა

2017 წელს 14 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა. მათ შორისაა როგორც საოჯახო ტიპის, ასევე მრავალნომრიანი სასტუმროების მშენებლობა.

ინფორმაციას მერიის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ. საოჯახო და მრავალნომრიანი სასტუმროების მშენებლობა ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის ქალაქში მხოლოდ ერთი ბრენდირებული სასტუმრო მუშაობს. მომავალი წლისათვისათვის იგეგმება კიდევ ერთი ახალი ბრენდირებული სასტუმროს მშენებლობა.

სასტუმროებზე მოთხოვნა ტურიზმის განვითარებას მოყვა. ქუთაისის მერიის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით,  2017 წლის 10 თვის მონაცემებით, ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 48% ით გაიზარდა.

მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ მშენებლობა-დემონტაჟისთვის 277 ნებართვა გასცა.

 

ქუთაისში ტურისტების რაოდენობა 48%-ით გაიზარდა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა