|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2017 წელს საქართველოში 6,4 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

2017 წლის 10 თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის იანვარი - ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 6 430 824 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1 016 180-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%) .

 ოქტომბრის  მონაცემებით კი, საქართველოს 607 989 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 80 094-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.2%)-ია. 

აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს მიერ მომზადებულ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა.

10 თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3 042 907 შეადგინა, რაც 665 327-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +28%).

დროის ამ მონაკვეთში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.8%), სომხეთიდან (+15.8%), რუსეთიდან (+33.3%), თურქეთიდან (-4.1%) და ირანიდან (+122.8%) შედგა. 

 პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ოქტომბერში გამოირჩეოდნენ - გაერთიანებული სამეფო +40%, ავსტრია +36.8%, ნიდერლანდები +34.6%, საფრანგეთი +30.4% და გერმანია +29.1%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +171.5%, ქუვეითი +150.3%, ირანი +122.8%, კორეის რესპუბლიკა +88.1%, უზბეკეთი +75.4%, ინდოეთი +70% და ჩინეთი +56.9% 


“2017 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 653 855 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +38.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა