|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2018 წლიდან სასაკლაოები დაუთაგავ საქონელს ვეღარ მოემსახურებიან

 ცხოველთა რეგისტრაციის სისტემისა  (NAITS) და  ახალი რეგულაციის თანახმად, სასაკლაოები 2018 წლის პირველი იანვრიდან  არაიდენტიფიცირებულ საქონელს აღარ მოემსახურებიან.  

 ახალი რეგულაციით, პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად სავალდებულოა ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით.

იდენტიფიცირებულია საქონელი, რომელსაც ერთ, ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს შესაბამისი საყურე ნიშანი.  

(2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლისთვის დასაშვებია ცალი საყურე ნიშანი, ხოლო 2014-დან ორი საყურე) 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებულია შვიდ ნიშნა  უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანია.

 საყურე ნიშნები, ერთი მხრივ, იძლევა ცხოველთა იდენტიფიკაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ინახავს ინფორმაციას, საქონლისთვის ჩატარებული ვაქცინაციის შესახებაც.

FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.

„ახალი რეგულაცია, გააუმჯობესებს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორც პროდუქტების ხარისხს, რითაც, კიდევ უფრო შემცირდება ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი და გაუმჯობესდება მომხმარებელთა უფლებები“ - განაცხადა ალექსანდრე ქაშიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს, ვეტერინარებს, სასაკლაოს მფლობელებსა და ფერმერებს, FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებმა გააცნეს - იდენტიფიკაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება  მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დროის უმოკლეს პერიოდში.

იმერეთი, რიგით მეოთხე რეგიონია, სადაც საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, ანალოგიური ფორმატით, ივლისის თვეში შეხვედრები შედგა კახეთისა და ქართლის რეგიონებში, კამპანიის ფარგლებში ინფორმაცია ჯამში, 250-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა. აგვისტოს თვეში, შეხვედრები გაგრძელდება რაჭასა და სამეგრელოში.

NAITS პროექტის განხორციელებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.





ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა