|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2020 წლის 9 თვეში 19 ქალია მოკლული - საია

 2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ. - აღნიშნულ ინფორმაციას  ახალგაზრდა იურისტთა  აქვეყნებს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი ტრაგედიები მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს უმოქმედობას.

საია-ს ინფორმაციით, სექსუალური ძალადობა საქართველოში კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად.

საია-ს შეფასებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი.

8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, წლებია ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის თარიღია. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები და გოგონები იმყოფებიან არათანასწორ მდგომარეობაში, მეტად ხდება გენდერული ნიშნით ძალადობა, ქალთა შრომა დაუფასებელი, ხოლო ქალის როლი დაკნინებულია.

საქართველომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ქალთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად და ძალადობისგან დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა. მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მრავალი ასპექტით მუშაობას.

ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი.

ფემიციდი არის მკვლელობა, რომლის მსხვერპლი არის ქალი და რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მიზეზით. ფემიციდი არის გენდერული დანაშაული, რომელიც სტრუქტურული უთანასწორობის, დაქვემდებარებულობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ზოგადი კონტექსტის ნაწილია. გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის „ფემიციდის“ ყოველწლიური შემთხვევები, აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს.

2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ. ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას.

ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს და რომელიც ემსახურება პრევენციას, მეტწილად არის ქაოტური და არასისტემური, რაც ამცირებს პრევენციული სამუშაოების ეფექტიანობის კოეფიციენტს.

 

სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა