|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21 და 22 თებერვალს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება

 21 და 22 თებერვალს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება.  ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროგამანაწილებელ ქსელში გეგმიური პროფილაქტიკური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს: 

21 თებერვალს ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №5-ა, რის გამოც ელექტროენერგია შეეზღუდება დაახლოებით 870 აბონენტს გელათის (ნაწ.), კოსტავას, 26 მაისის, ნიუპორტის ქუჩებზე, ხოლო 14:00-დან 17:00 საათამდე ფიდერი №6 - 400 აბონენტი გოგებაშვილის, თბილისის ქუჩაზე.

 სამტრედიაში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №10, რის გამოც ელენერგია შეეზღუდება 1 აბონენტს კოსტავას ქუჩაზე. 

22 თებერვალს ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №59, რის გამოც ელექტროენერგია შეეზღუდება დაახლოებით 390 აბონენტს დვალიშვილის, ვარლამიშვილის, გაპონოვის, ნიუპორტის ქუჩებზე, ხოლო 14:00-დან 17:00 საათამდე ფიდერი №16 - 340 აბონენტი იაშვილის, ტიციან ტაბიძის ქ. 

სამტრედიაში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №11, რის გამოც ელენერგია შეეზღუდება დაახლოებით 1640 მომხმარებელს გამარჯვების, ნინოშვილის, ბათუმის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 

ქ. ტყიბულში  11:00-დან 14:00 საათამდე ელენერგიის მიწოდება ეუწყდება დაახლოებით 460 აბონენტს გიორგაძის, გორგოძის, რობაქიძის, სოლომონ მეორეს და მიმდებარე ქუჩებზე.

 საქართველოს  რკინიგზის მოთხოვნით ქვესადგურ „ხრესილი წევის“ გამორთვის გამო 11:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 1200-მდე მომხმარებელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხრესილი, სოჩხეთი,  ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და მიმდებარე სოფლებში.

ავტორი: ადმინი