|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

23 მარტს ქუთაისში სულხან ცინცაძის კინომუსიკის კონცერტი გაიმართება

23 მარტს,  ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  კომპოზიტორ სულხან ცინცაძის კინომუსიკის კონცერტი გაიმართება. ორკესტრს დირიჟორობას  ვახტანგ კახიძე გაუწევს. 
კონცერტში მონაწილეობენ  მ. ბალანჩივაძის  სახელობის ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი მთავარი ქოემაისტერი ირინე ლომინაძე, ასევე  ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და მაკა ზამბახიძე. 

ბილეთები თეატრის სალაროში იყიდება.

დასაწყისი 19:00 საათზე.

ღონისძიების  მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის  მუნიციპალიტეტის მერია. 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა