|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

24 მაისს ოპერის თეატრში ისრაელის კამერული ორკესტრი დაუკრავს

საერთაშორისო ფესტივალის ,,აღდგომიდან ამაღლებამდე’’ ფარგლებში 24 მაისს 19:00 საათზე  მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კონცერტი გაიმართება.

 ფესტივალი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. წელს ფესტივალის პროგრამა გულისხმობს ისრაელის ცნობილი კამერული ორკესტრის ,,კამერატას’’ და ცნობილი მესაყვირის ევროპაში მოღვაწე, სერგეი ნაკარიაკოვის მოწვევას. საინტერესო პროგრამით წარდგება მათთან ერთად ფესტივალის საპატიო მრჩეველი ალექსანდრე კორსანტია.

 ყოველწლიური ფესტივალი დაარსდა 2006 წელს და გულისხმობს საოპერო, საბალეტო და სიმფონიური მუსიკის პრეზენტაციას, ქართველი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების მოწვევას. წიგნის პრეზენტაცია, ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებლების მოწვევას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მათ მონაწილეობას ქართული კულტურის ხელოვანებთან ერთად.

ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის  მერია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა