|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისის დღესასწაული შოთა რუსთაველის თემით აღინიშნება

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამატებითი თემატური დატვირთვა მიეცემა,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ვზეიმობთ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს. ამ დღესასწაულის განმავლობაში ძირითადი თემატიკა დაკავშირებული იქნება „ვეფხისტყაოსანთან“. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი ჩვენი ზეიმისთვის ახალი ელფერის შესაძენად, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად. ჩვენ გვაქვს ეს განუმეორებელი განძი, რომელიც მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი ამ გენიალურ ნაწარმოებში“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხები გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასევე იქნება ტრადიციული ფიცის დადების ცერემონიალი.

წელს სიახლე იქნება ასევე ის, რომ სამინისტროები წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა