|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

27 ივნისს ქუთაისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

 შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ მოსალოდნელი შეფერხების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ამჯერად, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება ნიკეას, თაბუკაშვილის, ხუნდაძის, მაისურაძის, დადიანის, სულხან-საბასა და გუგუნავას ქუჩებს, ასევე სოფელ ქვიტირს, ოფშკვითს, უკანეთსა და მესხეთს.

შეზღუდვა 27 ივნისს 02.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე გასტანს.

შეგახსენებთ,  ქუთაისში  „კოქსის“ პროექტის II ეტაპის ფარგლებში  რეაბილიტირებული ქსელის გადართვითი სამუშაოები ნიკეას ქუჩაზე მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა