|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლაში შესაძლოა, მოსამზადებელი კლასი გაიხსნას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებისადმი Facebook-ში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში  5 წლის ბავშვების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს, უნდა მიიღონ თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში.

"მნიშვნელოვანი მზაობა არის სასკოლო მზაობა. მოგეხსენებათ, სექტემბერი მოდის და ძალიან განსხვავებული მოსაზრებებია იმასთან დაკავშირებით, 5 წლის ბავშვები უნდა მივიღოთ თუ არა სკოლაში. რა თქმა უნდა, 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვის მშობელს ძალიან რთულია, აუხსნა და დაუსაბუთო, რომ მისი შვილი 14 სექტემბერს დაბადებულზე ნაკლებად მზად არის სასკოლო პროცესისთვის. თუმცა, ჩვენ ეს ვადა ნოემბერშიც რომ გადავწიოთ და 30 ნოემბერი გავხადოთ, შემდეგ დღეს დაბადებულები მაინც უკმაყოფილოები იქნებიან. გრძელვადიან პერიოდში ამის პასუხი არის ალბათ რასაც საბჭოთა დროს ნული კლასი ერქვა - მოსამზადებელი კლასი, ან უცხოურ სკოლებში ჰქვია "პრესსქული", ანუ წინასასკოლო მომზადება. ეს არის 5 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღისთვის დიდები არიან და სკოლისთვის პატარები. ჩვენ განვიხილავთ ამას აუცილებლად. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში შევძლებთ, რომ ისეთი გადაწყვეტილება გამოვნახოთ, რომელიც მშობლებსაც მისცემს საშუალებას, თავისი შვილები სასკოლო გარემოში შეიყვანონ და მეორე მხრივ, მასწავლებლებს თავისი საქმის გაკეთებაში ხელს არ შეუშლიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

2030.news.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა