|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საწარმოო ტრავმა და ცხოვრება ყავარჯნების იმედად [VIDEO] [AUDIO]

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში, სოფლის განაპირას  54 წლის ზურაბ ხაჭიპერაძე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

მან 24 წლის წინ საწარმოო ტრავმა მიიღო და მას შემდეგ გადაადგილების პრობლემა აქვს. ამბობს, რომ მარტოობა რთულია, თუმცა უკვე შეეჩვია.

 მრავალწლიანი ავადმყოფობის მიუხედავად, მას პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი არ აქვს და მხოლოდ 100 ლარიან პენსიას იღებს, რასაც 60 ლარი სოციალური დახმარება ემატება, თუმცა ჯანმრთელობის გამო რამდენიმე თვის პენსია წინასწარ აიღო და ახლა დარჩენილი თანხა საარსებოდაც არ ყოფნის.

ყოფილმა მეხანძრემ დამხარების თხოვნით არაერთხელ მიმართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი, რაც მიიღო,  ერთი კუბური მეტრი შეშაა, ისიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მხოლოდ ღობესთან მიუტანეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, იმედს არ კარგავს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ზურაბ ხაჭიპერაძეს  დახმარების მოთხოვნით მათთვის განცხადებით არ მიუმართავს, მის დახმარებას კი საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში გეგმავენ.

"მიმდინარე წლის 12 ივნისს ბაღდათის მკვიდრი შშმ პირების დასახმარებლად იმართება საქველმოქმედო კონცერტი, კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი მიმართული იქნება ზურაბ ხაჭიპერაძის დასახმარებლად. საახალწლოდ მოწყობილი საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხით, ზურაბ ხაჭიპერაძეს გადაეცა საახალწლო საჩუქრები და სურსათი. გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პროგრამით შესაძლებელია დახმარებაზე განცხადებით მომართვის შემთხვევაში გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით", -განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში ბაღდათის გამბეობის სოციალური სამსახურის უფროსმა  მურად მაჭავარიანმა.  

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა