|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"6 მრჩეველის ნარჩევი არაფერი ეტყობა ამ ქალაქს"- ზვიად ბაღდავაძე

პოლიტიკურმი გაერთიანების "გიორგი ვაშაძე-ერთობა-ახალი საქართველო" ქუთაისის მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ზვიად ბაღდავაძემ პარტიის პროგრამასა და სამომავლო გეგემებზე ისაუბრა. 

"ჩვენ არ ვართ ორიენტირებული განსაკუთრებულად სოციალურ პროგრამებზე, ჩვენ ვართ მემარჯვენე მოძრაობა და ვამბობთ, რომ აუცილებელია ქალაქში დასაქმება და ინვესტიციიების მოზიდვა, რაც შეაჩერებს მოსახლეობის გადინებას. შევცვლით თვითმმართველობის მუშაობას. დღეს ექვსი მრჩეველი ყავს მერს და 6 მრჩეველის ნარჩევი არაფერი ეტყობა ამ ქალაქს, თუმცა მოქმედ მერს მეტად აქვს მენეჯერული თვისებები, ვიდრე ახალ კანდიდატს. ჩვენ არ ვცდილობთ ადამიანების შეცვლას, არამედ ვცვლით გარემოს", -განაცხადა ზვიად ბაღდავაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისელი არქიტექტორი გივი თოდაძე, რომელმაც საკუთარი პროექტები წარმოადგინა. მისი განცხადებით, პროექტები მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის.

ზვიად ბაღდავაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ, მოიზიდონ თანხები  სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან და ხელი შეუწყონ ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რომ დაფინანსდეს ეს პროექტები და ქუთაისი განვითარდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა