|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

64-ე უბანზე ამომრჩეველმა ხმა საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე მისცა

დარღევა დაფიქსირდა ქუთაისის 64-ე უბანზე. ამომრჩეველმა ბიულეტენი ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე ჩააგდო.

კომისიის თავმჯდომარის ინგა კვესაძის განცხადებით, კომისიის წევრებს დაავიწყდათ საკონტროლო ფურცლის ჩაგდება.

ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციამ "ინსტიტუციული განვითარების ცენტრმა" დააფიქსირა. მას შემდეგ, რაც პირველი ბიულეტენი დარღვევით ჩავარდა ყუთში, კიდევ ოთხმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ადგილზე მივიდა საოლქო კომისიის წარმომადგენელი, რომელმაც ხუთი ბიულეტენი დალუქა და ბათილად ცნო. შეავსო საკონტროლო ფურცელი თავიდან და გაგარძელდა ხმის მიცემა. შესაძლია, საჩივრის განხილვის შემდეგ  უბნის ბათილობის საკითხი დადგეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა