|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

7 წლის გეგა სოფრომაძე „ტოიოტას“ კონკურსის გამარჯვებული გახდა

ქუთაისელი 7 წლის გეგა სოფრომაძე „ტოიოტას“ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. პატარა მხატვარმა პირველი ადგილი რვა წლამდე მხატვართა კატეგორიაში მოიპოვა და დიპლომთან ერთად მოლბერტი და 400 ლარიანი ვაუჩერი მიიღო, ასევე მისი ნახატი გაიგზავნა იაპონიაში, სადაც საერთაშორისო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

,,ოცნების ავოტმობილის” ხატვის რიგით მე-11 კონკურსი „ტიოიტა ცენტრმა“ ჩაატარა. ცენტრი საშუალებას აძლევს 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სრულიად საქართველოდან, მონაწილეობა მიიღონ ხატვის გლობალურ კონკურსში, რომელიც ბავშვების მოტივირებას და ოცნებებისკენ სწრაფვის განვითარებას ემსახურება.

კონკურსის ფარგლებში ცენტრი გამოავლენს და დააჯილდოვებს გამარჯვებულებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

კავკასიის რეგიონის გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები გაემგზავრებიან იაპონიაში გლობალური კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიაზე.

გეგა სოფრომაძე, იგივე „ვან გეგა“, როგორც მას შეარქვეს, 7 წლისაა და ასაკის მიუხედავად გამოირჩვა თავისი შემოქმედებით. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა