|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 აპრილი - დღე, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა

 31 წელი გავიდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989  წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ქალები, უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა ათობით ადამიანი. 

 ამ დღემ მთლიანად შეცვალა საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცნობიერება და მომავალი. 

კომენდანდის საათის გამოცხადებისა და სადამსჯელო ოპერაციის მიუხედავად,  ქვეყანა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, შედეგად რასაც ქვეყნის ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების მოსვლა და 2 წლის შემდეგ ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოყვა.


31 წლის შემდეგ საქართველოში ისევ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია, მაგრამ ამჯერად სხვა მიზეზით. კორონავირუსის პანდემიის მიერ შეცვლილი წესრიგის გამო შეზღუდულია ადამიანების მასობრივი შეკრებები. პირველად ამდენი წლის შემდეგ 9 აპრილის მემორიალთან ღამით არავინ მისულა,  დილიდან კი ისევ გამოჩნდა ამ დღის სიმბოლო - წითელი ტიტები. 

ავტორი: ირინა მაკარიძე