|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 აპრილის ძეგლი ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსდება [VIDEO]

ქუთაისში 9 აპრილის მემორიალური ძეგლი ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსდება.  

დები იშხნელების ძეგლის მოპირდაპირე მხარეს ძეგლის დასადგმელად სამუშაოები უკვე დაწყებულია.  პარალელურად მონპლაზირის თაღთან განთავსებული მემორიალური ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს. 

ქუთაისის მერის  მოადგილეს ნოდარ მიქიაშვილის  განმარტებით, ძეგლის გადატანა  აუცილებელი იყო.

„ძეგლი  შეუფერებელ ადგილზე იყო.  ჩვენ გავითვალიწინეთ მოქალაქეების მოთხოვნა და ძეგლი გადაგვაქვს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, დები იშხნელების მოპირდაპირე მხარეს“,-განაცხადა მიქიაშვილმა. მისი თქმით, ამისათვის  თანხმობა, ვისგანაც ძეგლის ავტორის ოჯახისაგან მიღებული აქვთ.

 ძეგლის გადატანას აპროტესტებს „ევროპა ჩვენი სახლიას“ თავმჯდომარე გია გოქაძე. მისი თქმით, ძეგლისათვის ადგილის შეცვლა მერის კერძო ინტერესს უკავშირდება.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი