|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 აპრილის მემორიალის გადატანითი სამუშაოები იწყება

9 აპრილის მემორიალის გადატანითი სამუშაოებისათვის მზადება დაიწყო. 

მემორიალისთვის ადგილის შეცვლის იდეა  ეროვნული მოძრაობის ადგილობრივ წარმომადგენლებს ეკუთვნით. ამის შესახებ ნიუპრესს მოძრაობის წევრმა ნუკრი ჭოლაძემ  განუცხადა. მისი თქმით, ძეგლი ცენტრალურ ბულვარში განთავსდება, მოხდება მისი რეაბილიტაცია და და დაფის დამატება, რომელზეც  მემორიალის ისტორია იქნება დატანილი.

 ნუკრი ჭოლაძის ინფორმაციით,  მემორიალის  გადატანაზე ნებართვა თვითმმართველობამ გასცა.

საკითხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ ქუთაისის საკრებულოში და განცხადებეს, რომ საკრებულოს საკითხი არ განუხილავს.

მერიაში კი განმარტეს, რომ მსგავს საკითხზე ნებართვის გაცემა მერს საკრებულოს განხილვის გარეშე შეუძლია.

მერიის პრესსამსახურის განცხადებით, მემორიალის გადატანის მოთხოვნით მერიას ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა მიმართეს, რაზეც მერმა თანხმობა გასცა. 

სამუშაობს "სპეციალური სერვისები" შეასრულებს.

 

შეგახსენებთ, მემორიალის გადატანის შესახებ საუბარი გასულ წელს  დაიწყო,  რის მიზეზადაც  ტერიტორიაზე რესტორნის არსებობა და ძეგლის არასათანადო მოპყრობა დასახელდა. აღნიშნულმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარემ გია გოქაძემ კი განცხადება მემორიალის არსებული ტერიტორიის მიმართ ქალაქის მერის ინტერესის შესახებ გააკეთა. 

 თვითმმართველობაში გოქაძის ბრალდებას აფსურდული უწოდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა