|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადრე თუ გვიან ამ კონსტიტუციას შევცვლით"- "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო სხდომა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს. რომან გოცირიძის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია არის ანტისახალხო დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს ავტორიტარიზმს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ტოვებს პროტესტის ნიშნად სხდომას, გვინდა დავტოვოთ დარბაზში ერთდაერთი პარტია, რომლის ინტერესებს მოარგეს საართველოს კონსტიტუცია. ეს დოკუმენტი არის ანტისახალხო დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს ავტორიტარიზმს და ადამიანებს ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას. ართმევს უფლებას პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული და არ გადადის ცივილიზებულ სისტემაზე, ზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს მრავალი ჩანაწერით, რომელსაც ამ დოკუმენტში ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ ადრე თუ გვიან ამ კონსტიტუციას შევცვლით, ეს დოკუმენტი, რომელიც კრიზისის მომტანი იქნება ქვეყნისთვის არ ამოქმდდება სრული ძალით, ხალხი არ დაემორჩილება მისი უფლებების ასე უხეშად და ძალადობრივად ჩამორთმევას“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო განიხილება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა