|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამო ქუთაისში (ვიდეო)

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის პრეზენტაცია. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქეთი მატაბელის ფოლიანტები - „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“; ასევე მწერლის შესახებ შექმნილი პლაკატები და გამოფენა სახელწოდებით „აკაკი ქართულ ხელოვნებაში“ დაეთვალიერებინათ.

 თეატრში  ასევე აკაკი წერეთლის ცხოვრებისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. საღამო დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა, რომელშიც

სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ქართველი მომღერლები მონაწილეობენ. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი