|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სახელოვნებო კვირეული- 2017" გალაკონცერტით გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელოვნებო კვირეული დაიწყო.  კვირეული დღეს ოპერის თეატრში გალაკონცერტით გაიხსნა.  

ღონისძებას ესწრებოდა რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე. მისი განმარტებით, წელს სახელოვნებო კვირეულზე ახალი პროგრამას და ახალი პროექტებს წარმოადგენენ. მასში მთელი უნივერსიტეტი მონაწილეობს, როგორც სტუდენტები, ასევე აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია. კვირეულის ფარგლებში  გაიმართება ეროვნული სამოსის გამოფენა, რაიონების მიხედვით ჩატარდება კონფერენციები, მოეწყობა პიკნიკები.

გალაკონცერტში ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. კონცერტზე ანსამბლებმა "ადილამ" და "კოლხამ" თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს.

 "ვამჩვენთ, რა გაკეთდა ამ წლის განმავლობაში, პროგრამა შეცვლილია. ახალი ფოლკლორული ნიმუშები გვაქვს, ასევე ორი ახალი სიმღერა შესრულდება ქართულ და პოლონურ ენაზე. გვაქვს საცეკვაო სიმღერები, ვეცდებით ჩვენი თავი კარგად წარმოვადგინოთ"-განაცხადა "ადილას" სამხატვრო ხელმძღვანელმა მაიზერ გაზდელიანმა.

წერეთლის უნივერსიტეტში სახელოვნებო კვირეული 10 ივნისამდე გაიმართება. დასასრულს მოხდება მონაწილეების დაჯილდოვება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა