|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალექსანდრე გოგორიშვილი: ვანში პირველ რიგში, შიდა საუბნო გზები მოწესრიგდება [R]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ ზედა ვანში, ტოხვაძეებისა და აბრამიძეების უბნების ამომრჩეველს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

„დიდი ხნის განმავლობაში, ამ სოფელს სკოლის შენობა არ ჰქონია, ამორტიზირებული იყო ბაგა-ბაღი. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მლიანად გარემონტდა საბავშვო ბაღი და აშენდა ახალი სკოლა. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, შიდა საუბნო გზები მოწესრიგდება“, - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

 

შეხვედრის ბოლოს, ალექსანდრე გოგორიშვილმა ზედა ვანის ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი რობინზონ ფუტკარაძე წარუდგინა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა