|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა"

"ამ არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა"- ამგვარად შეაფასა არჩევნების შედეგები "შენების მოძრაობამ".

მოძრაობის მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, რომ მათ არ ქონიათ ზედაპირული დამოკიდებულება და იცოდნენ, რა მდგომარეობა იყო ქალაქში. მისი განცხადებით, მმართველი ძალის მერობის კანდიდატს და გუნდს არ აქვს შესაძლებლობა, მართოს პროცესები.

"ამ არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა და ძალაუფლებამ,  დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა. ანალოგიური მოხდა ქუთაისშიც. მე პირადად და ჩვენი გუნდი ამ რეალობაში ვგეგმავთ ვიმოქმედოთ შესაბამისად, რომ ჩვენი გეგემები იყოს რეალიზებული, სწორად დაიწყოს შენება. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის თქმა იქნება დაკავშირებული გმირობასთან, სადაც განსხვავებული აზრი იქნება გმირობის ტოლფასი. არ ვაპირებთ, გავებუტოთ იმ მოსახლეობას, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ან მიიღო ზეწოლით. ჩვენ შევქმნთ ისეთ გარემოს, სადაც არ იქნება ასეთი შეფასება", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.  

გოგლიჩიძის განცხადებით, მათ აქვთ გრძელვადიანი გეგმა და ეს გეგმა ქალაქში დარჩენას და მუშაობის გაგრძელებას გულისხმობს. "შენების მოძრაობა" აგძელებს პროექტს - "ადრეული განგაში", რომლის ფარგლებშიც  მოქალაქეებს, საჯარო მოხელეებს, შექმნილი პრობლემების შემთხვევაში,  დახმარებას აღმოუჩენენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა