|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ ბიუჯეტით არ ჩანს, რომ ვინმეს ნაფიქრი აქვს ან შემოსავლებზე, ან ხარჯებზე"

ბიუჯეტის პროექტში ყველა მიმართულებით კლება ფიქსირდება, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

"წინა წლებთან შედარებით შემცირებულია თითქმის ყველა პარამეტრი, შემოსავლების ნაწილში შემცირებულია საშემოსავლო გადასახადის ის ნაწილი,  რომელიც ქალაქში რჩება, თითქმის 2მლნ-ით არის კლება, ასევე ქონების გადასახადიდან მისაღები შემოსავალი 3 მლნ-ით ნაკლებია დაგეგმილი, შემცირებულია ასევე სხვა მოსაკრებლები.  ამ  ბიუჯეტით არ ჩანს, რომ ვინმეს ნაფიქრი აქვს ან შემოსავლებზე, ან ხარჯებზე, რადგან ძალიან ბევრი შეუსაბამობაა, მოცემული ციფრები ბევრ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად გუშინ გადაეცა, ბიუჯეტის შემოსავლები 48, 321 მლნ ლარით განისაზღვრა.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა