|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ აბარის მიმდებარედ ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს და გამხმარ ხეებს უკიდია. ცეცხლი 30-მდე ჰექტარზე გავრცელდა. 

 

ხანძრის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივებიც უკვე მესამე დღეა  ცდილობენ, თუმცა ხანძრის სრულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა.

ამბროლაურის მერის ზვიად მხეიძის ინფორმაციით, დღეს სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრება.

მისი თქმით, ადგილზე 80-მდე მეხანძრე მაშველი და ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს.

მერის ინფორმაციით, ცეცხლის მოსახლეობაში გადასვლის საშიშროება არაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა