|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტის თვალით დანახული ქუთაისი [Photo]

მოყვარული ფოტოგრაფი  თამუ-ლოლა, წლებია ამერიკაში იმყოფება,ის ქუთაისს წელს პირველად ესტუმრა. თამუ-ლოლა  პროფესიით შეფ-მზარეულია. ხელოვანი ემიგრანტი  საქართველოში სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა. ის ფილმის „კედელი“ მთავარი როლის შემსრულებლად აიყვანეს, რომლის გადაღებები ქუთაისშია  დაგეგმილი. პროფესიული საქმიანობისთვის ჩამოსული თამუ-ლოლა ქუთაისით მოიხიბლა და შთაბეჭდილებები თავის ობიექტივში დააფიქსირა. ამბობს, რომ - ქუთაისი ლამაზი ქალაქია და განსაკუთრბულად შეუყვარდა.

 „პირველად ჩამოვედი ქუთაისში, ძალიან  შემიყვარდა ეს ქალაქი, ბევრი მეგობარი შევიძინე. გელათის, ბაგრატის და მოწამეთის ტაძრები რომ მოვინახულე, მთელს სხეულში ჟრუანტელმა  დამიარა. დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფები. რაც შეეხება ჩემს ფოტოებს, ზოგადად, მიყვარს საინტერესო დეტალების დაფიქსირება. პროფესიონალი ფოტოგრაფი არ ვარ. საკუთარი ინიციატივით და ხედვით ვიღებ ფოტოებს და მასში მთელ ემოციებს ვდებ “,-აცხადებს თამუ-ლოლა.

 

"ნიუპრესი" გთავაზობთ, თამუ-ლოლას მიერ დაფიქსირებულ ქუთაისის ამსახველ ფოტოებს.

 

 

 

                  

 

                                          

 

                                     

                                           

 

                         

 

 

                                                

 

  

 

 

 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა