|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

აშშ დამოუკიდებლობის დღეს 241-ედ აღნიშნავს

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 241-ედ აღნიშნავს. 1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა ბენჟამენ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

ტრადიციულად, ამ დღეს აშშ-ის ქალაქებში აღლუმები და ფოიერვერკები იმართება. 

ამერიკულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს ითვლის. სტრატეგიულ პარტნიორთან ექსპორტისა და ინვესტიციების მოცულობა კი ასე გამოიყურება: აშშ-ში გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტმა 68 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტის 84% ფეროშენადნობებზე მოდის. მეორე ადგილზეა სასუქები. უმნიშვნელო რაოდენობით, თუმცა ექსპორტზე წვენები, თხილი და ღვინოებიც გადის.

გასულ წელს ამერიკულმა ინვესტიციებს საქართველოში, 45 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები 2.5-ჯერ გაიზარდა. ყველაზე დიდი ოდენობის ინვესტიცია ამერიკიდან საქართველოში 2014 წელს განხორციელდა და ამ თანხამ 181 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

ავტორი: ნიუპრესი