|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლილი ნუცუბიძის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მესხიშვილის თეატრში იმღერებენ

 2 ივნისს  მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პოეტ ლილი ნუცუბიძის ლექსებზე შექმნილ სიმღერების საღამოს უმასპინძლებს.  ,,ამღერებული ლექსი’’-ასე ქვია კონცერტს, სადაც  კომპოზიტორების, რუსუდან სებისკვერაძისა და ნუნუ გაბუნიას საავტორო სიმღერები შესრულდება.

კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ; მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, გიორგი მეფისაშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ქალთა ტრიო, ,,თეატრალურის კვარტეტი’’. კონცერტმაისტერები არიან ნინო გულიაშვილი და თამილა ჩიხრაძე.

კონცერტი  18:00 საათზე დაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორია  ქუთაისის მერია. 

ლილი ნუცუბიძე პოპულარული ქართველი პოეტია, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, მის ლექსებზე ყველაზე მეტი სიმღერაა შექმნილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა