|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანრი ოხანაშვილისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატია დაკავებული

პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად "ლელოს" აქტივისტი, 2019 წელს კი - ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

დეპუტატზე თავდასხმაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძის ოჯახში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც რობაქიძის დედა აცხადებს, მან მომხდარზე არაფერი იცის და აცხადებს, რომ მისი შვილი დაკავებული არ არის. მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა და განმარტა, რომ მის შვილს დღეს სახლში ელოდებიან.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა