|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანზორ ხერხაძეს "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიენიჭა

მესხიშვილის თეატრის მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტსა და არაერთი თეატრალური ჯილდოსა და პრემიის კავალერს, ანზორ ხერხაძეს ქურუმის წოდება მიენიჭა. ჯილდო მსახიობს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა.

80 წლის იუბილარს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძემ აკაკი ხორავას პრემია გადასცა.

ხელოვანს იუბილე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

მესხიშვილის თეატრის სცენაზე დასის ყველა მსახიობმა ანზორ ხერხაძის იუბილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი „ქურუმი“ წარმოადგინეს. ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან.

ანზორ ხერხაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია 224 როლს ითვლის.

ავტორი: ნიუპრესი