|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მოხდებოდა ევროპაში, მანქანა აფთიაქთან, თუნდაც დარღვევით გამეჩერებინა?

ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე  ბათუმში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება.

 "ორი დღეა ვაკვირდები ჩემს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. არც პოლიტიკური, ან სამართლებრივი შეფასების გაკეთებას არ ვაპირებ, მაგრამ, მინდა იგივე მაგალითი წარმოგიდგინოთ ავსტრიის პირობებში. ვისაც ევროპაში, ან თუნდაც ავსტრიაში უცხოვრია, დამეთანხმება, რომ არასწორი პარკირების ჯარიმის გამომწერები(ამით აქ პოლიცია არაა დაკავებული) ყველაზე მძიმე კონტიგენტია, მაგრამ აქ რომ მანქანა აფთიაქთან გამეჩერებინა, თუნდაც აკრძალულ ზონაში, მოსული პარკირების თანამშრომელისათვის მეთქვა, რომ დედის დაკრძალვიდან მოვდივარ, მამა ცუდად გახდა და წამალი მჭირდება აფთიაქში... მისი და თუნდაც პოლიციელის რეაქცია იქნებოდა არა ჯარიმა, არამედ:

1 ან თავად გამეგზავნებოდა წამალზე, ან ცუდად მყოფ მამასთან გაჩერდებოდა,

2. სასწრაფო დახმარებას გამოიძახებდა და მანამდე არ მიმატოვებდა, ვიდრე ჩემი ადამიანური პრობლემა არ მოგვარდებოდა.

წესრიგი და კანონმორჩილება ადამიანურობაზე დაფუძნებული, არის ევროპული ღირებულება,  ეს ის ევროპაა, სადაც ასე მივიჩქარით!",-წერს სოციალურ ქსელში ირმა კვიცარიძე.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა