|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ დვუშვებთ ტორპედოს საბოლოო განადგურებას"- "ტორპედოს" ფანებმა აქცია გამართეს

ქუთაისის "ტორპედოს" შესაძენად ინვესტორი მზადაა, თუ მერია დროულად დაასრულებს მოლაპარაკების პროცესს- აცხადებენ ტორპედოს ფანები. მათ დღეს გულშემატკივრებმა მერიასთან აქცია გამართეს.

გულშემატკივრები საკითხის დროულად მოგვარებას მოითხოვენ, მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ტორპედო" მეოთხე ლიგაში გადავა. გულშემატკივრების თქმით, არ დაუშვებენ გუნდის საბოლოო განადგურებას.

"თუ თებერვლამდე არ მოხდა დავალიანების დაფარვა, გუნდი მეოთხე ლიგაში გადადის, რაც მის საბოლოოდ განადგურებს ნიშნავს. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ინვესტორთან და გვითხრა, რომ მზადაა ხელშეკრულების გასაფორმებლად, თუ მერია დროულად დაასრულებს პროცესებს, გუნდი გადარჩება"-განაცხადეს გულშემატკივრებმა.

მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს, რაც დროსთან არის დაკავშირებული. მისი განმარტებით, ინვესტორი მზადაა გუნდის შესაძენად, თუმცა პროცესს გარკვეულწილად გუნდის დავალიანება აფერხებს, ყოფილ მფლობელს დავალიანება ან დრომდე არ დაუფარავს.

გიორგაძე განმარტავს, რომ 3 თებერვლამდე საბოლოო პასუხი ეცოდინებათ.

"ტორპედოში" პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, გუნდი ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა დატოვეს. თანამშრომლებს ხელფასი რამდენიმე თვეა არ მიუღიათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა