|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ მსურს ქართველების დაპირისპირება"- "თავისუფალი ზონა" რამდენიმე წევრმა დატოვა

"არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული" – ეს განცხადება „თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში  „საქართველოს ერთგულების" სახელით შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზაციის მოწყობა აქვს დავალებული.

„ორგანიზაციის „საქართველოს ერთგულების სახელით“ მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის გეგმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია. მე, როგორც ქართველს, არ მსურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არ მსურს ქართველების დაპირისპირება, რადგან საქართველოში ისედაც უამრავი პრობლემაა.“, -განაცხადა ბესო კალაძემ.

კალაძის თქმით, თუ მისი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.

„მე ვაფრთხილებ „ნაციონალურ მოძრაობას“: თუ ჩემი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალურ მოძრაობას“. მე ვაფრთხილებ საზოგადოებას: არ აჰყვნენ პროვოკაციას და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ წევრებს ვთხოვ დატოვონ ეს უკვე დანაშაულებრივი ორგანიზაცია“, - განაცხადა ბესო კალაძემ.

ბესო კალაძის გარდა დღეს ”თავისუფალი ზონა" კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა.

ავტორი: ნიუპრესი