|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ შეიძლება, ყველაფერი გავყიდოთ ბიუჯეტის შესავსებად"

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკური პარტიის წევრებმა შეხვედრა გამართეს. დისკუსია ცენტრალური მოედნის მიმდებარედ "მაკდონალდსის" მშენებლობას შეეხო.

არასამათავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარემ გია გოქაძმ განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ მომზადდება წერილი, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობას და "მაკდონალდსის" წარმომადგენლებს წარუდგენენ, თუმცა ჯერჯერობით არ არიან შეჯერებული განცხადების ტექსტსა და შინაარსზე. ერთადერთი, რაზეც თანხმდებიან, ქალაქის ირესახის შენარჩუნების აუცილებლობაა.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის გია თევდორაძის განცხადებით, ქალაქში ინვესტორის შემოსვლა მნიშვნელოვანია, თუმცა მერიას არსებული პროექტის ნაცვლად სხვა, ქალაქისათვის შესაბამისი პროექტი უნდა მოეთხოვა.

"საკმაოდ დელიკატური საკითხია, სასწორის ერთ ხმარეს დევს ინვესტორის ინტერესი და მეორე მხარეს ქალაქის იერ-სახე. ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, მაგრამ საუკთესო გამოსავლი იქნებოდა ქალაქის ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა გამოევლინა "მაკდონალდსთან" და მის ხელმძღვანელობასთან საუბრისას, რომ პროექტი ყოფილიყო შესაბამისობაში იერ-სახესთან. საქმე გვაქვს უყურადღებობასთან და დედაქალაქიდან წამოსული დირექტივების შესრულებასთან, თვითმმართელობისთვის მნიშვნელოვანია ზემოდან წამოსული დირექტივები და არა ხალხის ნება", - განაცხადა გია თევდორაძემ.

არსებულ პროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო ბრეგაძე, რომლის განცხადებითაც პროვატიზების გეგმის შესასრულებლად ყველა შენობის გაყიდვა არ შეიძლება.

"არ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ ბიუჯეტის შესავსებად, ისე, რომ არ ვიცოდეთ რა გაკეთდება. "მაკდონადსის" ტიპის მშენებლობა ცენტრში დაუშვებელია, მაგრამ ახლა შეწინააღმდეგება დაგვიანებულია, როგორც  ბევრი ქმედება. თვითმმართველობას არ ყავს არქიტექტორი. არ შემოწმდა მიწისქვეშ რა იყო, ისე გადაიყარა მიწა, რა ისტორია იყო, ვერ გავიგეთ. გაუგებარია, პროექტის მიხედვით, რა ხდება, ფასადი ყოველდღე იცვლება. ამიტომ თავიდანვე უნდა შევისწავლოთ ყველა პროექტი, რადგან შეიძლება ნებისმიერ ხელისუფლებას ამ ობიექტის აღება მოუწიოს, წარმოუდგენელია ქუთაისისთვის ამ ტიპის დაწესებულებების ცენტრში ჩადგმა. ამიტომ უნდა ჩავკეტოთ ეს თემა, რომ მომავალში არ მოხდეს მსგავსი მშენებლობები ცენტრში" - განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

პროტესტის დაგვიანებაზე საუბრობენ სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები და არასამთავრობოებიც. მათი თქმით, არსებული მიდგომები უნდა შეიცვალოს და ყველა ორგანიზაცია ნებისმიერი საკითხის მიმართ გაერთიანდეს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა