|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არ ვაპირებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას - ენკა

კომპანია "ენკა" რიონის ხეობაში სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კომპანიაში აღნიშნულს არ ადასტურებენ  და აცხადებენ, რომ არ აპირებენ მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერებას.

"სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", -აცხადებენ კომპანიაში.

სამუშაოები შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა გაავრცელა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა