|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

”არა ჩადებას”- შსს-ს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია - ”არა ჩადებას” გაიმართა.

აქციაში მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად სიმბოლურად ჯიბეები ამოიკერეს.
აქციაში მონაწილეობდა პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილიც, რომლის თქმითაც, უკანონოდ არის დაკავებული მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი.

აქციაზე იმყოფებოდა დაკავებული მიხეილ თათარიშვილის მამაც. მისი თქმით, მისი შვილის წინააღმდეგ შსს, პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად მოქმედებენ.
”ეს არის აბსოლუტურად უკანონო. ჩადება კი არ იყო, უბრალოდ უთხრეს მეორე დღეს, რომ ეს წამლები მას ეკუთვნოდა. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს”,- აღნიშნა ლადო თათარიშვილმა.
ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით კი, რომელიც მისი შვილის დაკავებას აპროტესტებს, ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია.
”სპეცოპერაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ამ სპეცოპერაციას არა ოფიციალურად ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი. პოლიციელი, რომელმაც თითქოსდა ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, არის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სიძე. ეს იყო ჩვეულებრივი არაფორმალური მმართველის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ჟურნალისტული საქმიანობის ლიკვიდაციას. ეს არ გამოვა. ეს ძალადობრივი მანქანა აუცილებლად შეჩერდება. ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია და სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება”, - განაცხადა ელისო კილაძემ და აღნიშნა, რომ მისი შვილის საქმეზე აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა