|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არა ოკუპაციას!- აქცია ენგურის ხიდთან

ენგურის ხიდთან ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქცია -მიტინგი იმართება.

აქციაზე იმყოფებიან ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების- "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები. 

"ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ ენგურის ხიდის იქეთ მყოფ ჩვენ მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ საქართველო არის მათთან ერთად, რომ რუსეთის ფედერაციის პირველ პირს ვლადიმერ პურინს, რომელიც დღეს ჩავა აფხაზეთში, ვუთხრათ, აფხაზეთი არის საქართველო, სოხუმი არის საქართველოს ულამაზესი ქალაქი"- განაცხადა აქციაზე ჟურნალისტმა ელისო კილაძემ. 

მისი თქმით, დღეს დაფუძნდება სამოქალაქო ორგანიზაცია "ემიგრანტები ახალი საქართველოსათვის", რომლის მიზანი იქნება საქარტთველოს ასრული დეოკუპაცია.

აქცია ორგანიზებულია ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ. ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილის ინფორმაციით, საზოგადოების წარმომადგენლები ენგურის ხიდთან ცოცხალი ჯაჭვით ერთად  აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას.

აქციაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. 

ავტორი: ნიუპრესი