|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკოლაში ბავშვების მოწამვლა, გამორიცხული არაა, ხულიგნობის ფაქტს უკავშირდებოდეს"

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში ბავშვების მოწამვლის მიზეზი ვერ დადგინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ მოკვლევის შედეგად სასმელი წყლით და გაზით ინტოქსიკაცია გამოირიცხა და რეალური მიზეზი ვერ გაირკვა. ამასთან, არ გამორიცხავენ, ხულიგნობას  ქონოდა ადგილი.

"პრაქტიკულად არაფერი გამოიკვეთა, არც წყლის მიერ,  არც გაზის და არც რაიმე ქიმიური ინტოქსიკაცია არ ყოფილა.  ბავშვების მდგომარეობა მალევე გამოკეთდა და არანაირი საფუძველი არაა, ვიფიქროთ, რომ ჯგუფურ ინტოქსიკაციას უკავშირდებოდეს. არაა გამორიცხული, ხულიგნობას ქონოდა ადგილი, ალბათ, ვინმემ რაიმე გააფრქვია, სადაც ეს ბავშვები იყვნენ, რამაც გამოიწვია სიმპტომები. ეს მანდატურებმა და ადმინისტრციამ  ადგილზე უნდა გაარკვიონ", -განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის სკოლაში ბავშვები 17 ოქტომბერს შეუძლოდ გახდნენ. მათ ღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდნენ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა