|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არანაირი საარსებო საშუალება არ გააჩნია და სოციალური დახმარება მოუხსნეს"

ქუთაისში ანჯაფარიძის#19-ში მცხოვრებ ნელი გეწაძეს, რომელიც გაუსაძლის პირობებში იმყოფება, სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ნელი გეწაძე ორ ოთახში ცხოვრობს, სადაც ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება.  სიდუხჭირის ქვეშ მყოფი ქალბატონი მხოლოდ პენსიით და სოციალური დახმრებით ირჩენდა თავს. ის ავადმყოფ შვილს უვლის და როგორც თავად აცხადებს, შემოსავალიც საკვებისა და წამლების ხარჯისთვისაც არ ყოფნის.  ქალბატონის პრობლემებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ნარსია დაინტერესდა. მისი თქმით, მოქალაქეს 21-ე საუკუნეში გაუგონარ პირობებში უწევს ცხოვრება.

„დენი არ აქვს, წყალ არ აქვს, არანაირი საარსებო მას არ გააჩნია  და კიდევ სოციალური დახმარება მოუხსნეს. გაუგონარი მდგომარეობაა, მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუტოვონ ქალბატონს სააარსებო მინიმუმი, რომ შეძლოს თავის რჩენა“,-აცხადებს ნიკა ნარსია.

"საარსებო შემწეობის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, ამ ოჯახის სარეიტინგო ქულა ვერ აკმაყოფილებს დეკლარაციაში გაწერილი პუნქტებს. გადამოწმების შედეგად მოხდა ოჯახის შეფასება. მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ქალბატონს მხოლოდ საპენსიო შემოსავალი არ უფიქსირდება, მას სხვა შემოსავალიც აქვს, რის ფონზეც მოხდა დახმარების შეწყვეტა. მას უფლება აქვს,  გაითხოვოს დოკუმენტი, გაეცნოს და თუ რომელიმე პუნქტს არ ემხრობა და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს, მოხდება ხელახალი გადამოწმება“,-განაცხადა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსმა ნინო ჭიღლაძემ.

ჭიღლაძის განცხადებით, ნელი გეწაძეს შეუძლია, ისარგებლობს შეღავათიანი მედიკამენტების პაკეტით, რომლითაც ნებისმიერ აფთიაქში მისთვის საჭირო მედიკამენტს სიმბოლურ ფასად შეიძენს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა