|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ ვაპირებ შურისძიებას, მე მოვითხოვ სამართალს"-დაღუპული პაპასკირის მამა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გარდაცვლილის მამა მალხაზ პაპასკირი იკითხება. მისი განცხადებით, ბრალდებულთან ადრეც ქონდა შეხება, თუმცა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მერაბ კვირიკაშვილოს განცხადება, რომ ის უდანაშაულოა.

პაპასკირის თქმით, ავარიის შესახებ მას მეუღლემ შეატყობინა, საავადმყოფოში მისულს კი სამივე გარდაცვლილი დახვდა. "ასეთი ტრაგედია ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს და გამიჩდა სიბრალული მის მიმართ, ვინც ჩაიდინა, მაგრამ უნდა ყოფილიყო აღიარება ამ დანაშაულის ჩემსა და უფლის წინაშე", -განაცხადა მალხაზ პაპასკირმა.

მისი თქმით, საქმეზე ექსპერტიზის სამი წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს. ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ავარიის დროს კვირიკაშვილის წინაშე რაიმე დაბრკოლება არ არსებობდა. შემდგომ მოწმე ამბობს, რომ იყო მანქანა, რომელმაც დაბრკოლება შექმნა, რაც იმჟამად არ დაადასტურა პოლიციამ. მალხაზ პაპასკირის თქმით, საქმეში უზუსტოებები მას დასკვნების მიმართ უნდობლობას უჩენს. "მთავარია არაა, ვინ დაისჯება, მთავარია სიმართლის დადგენა და იმედს ვიტოვებ, სასამრთლო სწორად შეაფასებს ამ გარემოებებს და დაადგენს, რომ მოხდა სიჩქარის გადაჭარბება, რის გამოც დაიღუპნენ ადამიანები, მე არავისზე ვაპირებ შურისძიებას, მე მოვითხოვ სამართალს ამ ამბავზე"-განაცხადა პაპასკირმა.

მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა 5 აპრილს გაგრძელდება.  კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს 70-მდე მოწმე ყავს, ზოგიერთი მოწმის ინფორმაცია არაფრის მიმცემია სასამართლოსთვის, ამიტომ შეჯერდებიან, რომელი მოწმის დაკითხვა მოხდება შემდგომ პროცესზე.

თავად კვირიკაშვილს საქმესთან დაკავშირებით კომენტარი  კვლავ არ გაუკეთებია.

 

შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე შეეწირნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა