|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ჩვენ მოვიგებთ დამაჯერებლად"

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალებას "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ოთარ ლორთქიფანიძემ უპასუხა. მან გიგა შუშანიას გაჟღერებულ ფაქტებს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

"პირველმა ტურმა ნათლად დაადასტურა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. მეორე ტურშიც ასე მოხდება. ილუზიაა თითქოს ხდება გაყალბება, თუ აქვთ რეალური ფაქტები მიმართონ სამართალდამცავ უწყებას, რომელიც არის აპოლოტიკური, მაგრამ "ნაციონალურ ოცნებას" არ აქვს რეალური ფაქტები და სატელეფონო საუბარი ვერ გახდება მტკიცებულება, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის ჩაწერა. არც ზეწოლის და დაშინების ფაქტები მომხდარა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ჩვენ მოვიგებთ დამაჯერებლად"-განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ტყუილია, თითქოს, "ქართული ოცნება" ხმების სანაცვლოდ თანხას არიგებს. მისი თქმით, ხელისუფელება არ აკადრებს ამომრჩეველს თანხის, ან პროდუქტის სანაცვლოდ მოსთხოვოს მხარდაჭერა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა